ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზადაა, ააშენოს ახალი ატომური ელექტროსადგური უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დენით უზრუნველსაყოფად

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზადაა, ააშენოს ახალი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებს.
„თუ თქვენ მხარს დაუჭერთ გაფართოებას ან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს ბელარუსის აღმოსავლეთ ნაწილში, შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ გათავისუფლებული აღმოსავლეთ რაიონების, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, დონეცკის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. ამაში თუ იქნება გარკვეული საჭიროება ზაპოროჟიეს სადგურთან დაკავშირებით … ჩვენ გვაქვს ვარიანტები და თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახალი ენერგობლოკის ან ახალი სადგურის დადგმას“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
თავი მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსი გახდა რუსეთის სერიოზული პარტნიორი ბირთვული ენერგეტიკის სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა