ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მათ შორისაა მარია კოლესნიკოვა 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი

ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, მათ შორისაა მარია კოლესნიკოვა 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი. გათავისუფლებულებს შორის ასევე არის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ალეს ბელიაცკი.
🔴 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია ჯამში 127 პატიმარი, მათ შორის, 5 უკრაინელი. ამას წინ უძღოდა ლეკაშენკოსა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის 2 დღიანი მოლაპარაკებები. -მა ბელარუსს სანაცვლოდ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოუხსნა.