ლუკაშენკას სჯერა, რომ მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ნატოში „შეათრევენ“

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ „კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა მხოლოდ გაიზრდება“.
„ჩვენ ფაქტობრივად, გაჭიანურებული დიდი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში ვიმყოფებით, კაცობრიობის ტოლი დაშინების მეთოდების გამოყენებით. პროგნოზები არადამაიმედებელია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტივობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას, ვითარება მათთვის ხელსაყრელია. პირდაპირ გეტყვით, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: ევროპის თითქმის ყველა ლიდერი -ის ქვეშევრდომად იქცა, ეჭვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ ვისი პოლიტიკა და ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ მან ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან ლუკაშენკას საფუძველმოკლებულად არ ეჩვენება, შესაძლო მესამე მსოფლიო ომის საფრთხე, იტყობინება სააგენტო „ბელტა“.
„ფინეთის ნატოში შესვლა და სადაცაა შვედეთის, ეს აღმოსავლეთით ექსპანსიის მორიგი ეტაპია. შეათრევენ ალიანსში ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს, სერბეთს, და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარით იქნება“, – დაამატა ლუკაშენკამ.
მისივე თქმით, ქვეყანა თავის სამხედრო- ტექნიკურ პოტენციალს აძლიერებს. კერძოდ, ბელარუსის შეიარაღებას დაემატა საზენიტო-სარაკეტო დივიზია С-400 და ორი ისკანდერ-M-ის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა.
ში შეჭრის ფონზე, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება შარშან მოითხოვეს.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი ნატოში 1999 წელს მიიღეს, ნაწილი, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ლიეტუვა, ლატვია და კი – 2004 წელს.
· ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.
· უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
· 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
· 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ