ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს – იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო, პსჟ-მ წინასასეზონო შეკრება გვიან დაიწყო, „ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასის მატჩს სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა. „პარიზიენის“ მტკიცებით, გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე მორიგი სიურპრიზების შემოთავაზებას აპირებს.
„ტოტენჰემთან“ მან ფაქტიურად, კარგა ხნის წინ მივიწყებული დუბლვე (4-2-4) გამოიყენა, თანაც ფაბიან რუისი არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. გამოცემა ვარაუდობს და ალბათ, ინფორმაციასაც ფლობს, რომ ესპანელი სპეციალისტი ისევ მიმართავს ექსპერიმენტებს.
ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის მოლოდინში ჯერ „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად ვარჯიშობს, მაგრამ დღეს ლიგა 1-ის პირველ ტურში, „ნანტთან“ გასვლით შეხვედრაში კარს, რა თქმა უნდა, ლუკა შევალიე დაიცავს. პარიზელებს კვლავ ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეში. გამოცემის ცნობით, ლუის ენრიკე პირველად ათამაშებს „ბორნმუთისგან“ შეძენილ მცველს, ილია ზაბარნის, რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს და მათ შორის ს კი სასტარტოში არ დააყენებს.
პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობა (პარიზიენის ვერსია): შევალიე, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ბერალდო, ლი, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, რამუში, მბაიე.
“უმადურები – დონარუმას გარეშე ვერასოდეს მოიგებდნენ ჩემპიონთა ლიგას” – ჯანლუიჯის მეგობარი გამოექომაგა
ლიგა 1-მა პსჟ-ის “ნანტთან” მატჩი გადაიტანა
უპატივცემულობა – დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ “ტოტენჰემთან” 0:1 მარცხდება
[VIDEO] პსჟ-მ სუპერთასზე “ტოტენჰემს” თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო – ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ტოტენჰემთან” მატჩში?
დონარუმამ “სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია – ცნობილი გახდა მისი მომავალი გასამრჯელო
“როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს” – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა “ტოტენჰემთან” გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[PHOTO] ასეთი რამ გაუკეთეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა თანაგუნდელს – რა მოხდა სუპერ თასის შეხვედრის დასრულების შემდეგ
პსჟ-მა ლიგა 1-ს მატჩის გადატანის თხოვნით მიმართა
უარი ცისარტყელა სამკლაურზე – “ნანტის” კაპიტანი დასაჯეს
L’Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი “ნანტს” პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ
“ტოტენჰემთან” მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონის” ზედიზედ მეოთხე ფრე