„სენტ-ეტიენის“ გასვლაზე 6:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.
– თქვენი გუნდი თითქმის მთელი პირველი ტაიმის ნახევრის მანძილზე უპირატესობას ვერ ფლობდა. ამას როგორ ახსნით?
– მეტოქეს კარგ თამაშს ვულოცავ. მათი ფეხბურთელები 35 წუთი თვითმფრინავებივით იყვნენ. 2025 წელს ჩვენთვის არცერთ გუნდს ასეთი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩვეული რიტმისგან შორს ვიყავით. სანედნიეროდ შესვენების წინ მობილიზება და გოლის გატანა მოვახერხეთ. შემდეგ პრესინგს საუკეთესოდ მივმართეთ, მაგრამ არ შეიძლება მოწინააღმდეგეს 35 წუთი ასე თამაშის საშუალება მისცე. თანამედროვე ფეხბურთში ეს დაუშვებელია.
უკვე რამდენიმე
კვირაა ჩემპიონები ვართ. მინდა ოფიციალურად ჩემპიონობა „პარკ დე პრენსზე“ ვიზეიმოთ. ლიგა 1-ში თავიდანვე საუკეთესო გუნდი ვიყავით.
– სანაკრებო პაუზამ ფეხბურთელებზე რამდენად იმოქმედა?
– ნაკრებებში მოასპარეზე ბევრი მოთამაშე გვყავს, იმისათვის, რათა ფორმაში იყვნენ, ისინი აღდგენას საჭიროებენ. თუ ვინმეს კონცენტრაცია არ ჰყოფნის, მაშინვე უნდა მითხრას. თუ ეს განმეორდება, ყოველთვის სიტუაციის გამოსწორებას ვერ შევძლებთ.
-“ჟოფრუა გიშარზე“ ატმოსფერო როგორ მოგეწონათ?
– „პარკ დე პრენსის“ შემდეგ, აქ საფრანგეთში იდეალური ატმოსფეროა. ესპანელი ვარ და რასაც მღერიან, ყველაფერი არ მესმის. ბანერებსაც ვერ ვკითხულობ. როდესაც 1:5-ს აგებდნენ, გულშემატკივრები მაინც მღეროდნენ. ყველაფერი მომეწონა.