ლუის ენრიკეს როტაცია მხოლოდ კვარაცხელიას არ ეხება

გადატვირთული კალენდრის გამო, პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე მუდმივად როტაციას მიმართავს და ეს მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას არ ეხება, რომელიც თითქმის ყველა მატჩში სასტარტოშია.
ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ დაცვაში მისმა თამაშმა გააკვირვა. როგორც ჩანს, ის ქართველით ძალიან კმაყოფილია და გუნდში კიდევ უფრო მეტად ინტეგრირების და თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. „პარიზიენის“ მტკიცებით, „კვარა“ ხვალ „დიუნკერკთან“ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ტრავმები მოირჩინეს და ვარჯიში დაიწყეს აშრაფ ჰაკიმიმ და სემი მეილიუმ, კოჭ-წვივის პრობლემა აქვს ლის, თასის
მატჩებში კი „პარი სენ ჟერმენის“ კარს მატვეი საფონოვი იცავს.
პსჟ-ს სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში, დუე, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, რამუში, დემბელე.
დაპირისპირება ლილში „პიერ მორუაზე“ 1-ელ აპრილს ,თბილისის დროით 23:10 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში