ლიგა 1-ის პირველ ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ნანტი“ 1:0 დაამარცხა.
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რიგი წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია კი სასტარტოში არ დააყენა. მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო, მათ დასვენება და ძალების აღდგენა ვერ შეძლეს. მატჩი სანახაობრივი არ იყო, სტუმრებმა მხოლოდ ერთი მომენტი შექმნეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, პსჟ ბევრს და უფანტაზიოდ უტევდა და ლუის ენრიკემ 61-ე წუთზე ერნანდესის, ფაბიან რუისის, მბაიეს და ლის ნაცვლად შეცვლაზე მენდეში, ჰაკიმი, დემბელე და დუე შეუშვა. 67-ე წუთზე ვიტინიამ ავაზემისგან რიკოშეტით გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მერე რამუშის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და ის 78-ეზე ხვიჩამ შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა.
მომდევნო შეხვედრას პსჟ 22 აგვისტოს სახლში „ანჟესთან“ ჩაატარებს.
ნანტი – პსჟ 0:1
გოლი: ვიტინია (67)
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და “ფროზინონე” 1/16-ფინალში გაიყვანა
“როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს” – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა “ტოტენჰემთან” გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
“წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ნანტთან” მატჩამდე?
შეიცვლება თუ არა პსჟ-ში კაპიტანი – L’Équipe სიტუაციას განმარტავს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ტოტენჰემთან” მატჩში?
ლიგა 1-მა პსჟ-ის “ნანტთან” მატჩი გადაიტანა
“ტოტენჰემთან” მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
უარი ცისარტყელა სამკლაურზე – “ნანტის” კაპიტანი დასაჯეს
