ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე მითხრა, ის ფინალში ცალი ფეხითაც ითამაშებსო – „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი

ფრანგული გრანდის მეპატრონემ გაამხილა, რომ ვარჯიშზე დაშავდა და იყო საფრთხე, რომ ფინალს გამოტოვებდა.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის პსჟ ძალიან მშვიდად ემზადებოდა. თუმცა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე დაშავდა და პსჟ-ის ექიმის ჩარევა გახდა საჭირო. ვხედავდი, ხელით როგორ აიყვანეს, რადგან დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლო.
ვარჯიშის შემდეგ ლუის ენრიკემ მითხრა: „კვარა თუ კარგად იქნება, ითამაშებს, თუ არა, მის ნაცვლას მოედანზე სხვა გავა“.
გვინდოდა, მატჩის წინა დღეს „ალიანს არენაზე“ ვარჯიშიდან გაგვეთავისუფლებინა, მაგრამ თავად არ ისურვა დასვენება. ლუის ენრიკეს გაეცინა: „ცალ ფეხზე დგომის შემთხვევაშიც კი მოუნდება თამაში“.
ასეთია ჩვენი მოთამაშეების მენტალიტეტი. მათ უყვართ ფეხბურთი და ვარჯიშის შემდეგ ისინი ბავშვებივით აგრძელებენ ერთად თამაშს. ეს ხომ მათი ცხოვრებაა. საბოლოოდ, ხვიჩა კვარაცხელიამ არა მხოლოდ ითამაშა, არამედ ძალიან კარგიც იყო, მეოთხე გოლი გაიტანა „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში“, – ამბობს პსჟ-ის პრეზიდენტი.