ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას სახალისო პასუხი გასცა

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი პსჟ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში დღეს გასვლაზე დაბალი ლიგის წარმომადგენელ “ესპალის” დაუპირისპირდება.
მატჩის წინა გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს კითხვა ს ტრანსფერზე დაუსვეს, რაზეც ესპანელმა სახალისო პასუხი გასცა.
“მომწონს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ”, – თქვა ენრიკემ, რითაც თავადაც მიანიშნა, რომ კვარაცხელია პსჟ-ის წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ქართველს პარიზში დღეს ელიან.