ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ქრისტესშობას ზეიმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში ქრისტესშობისადმი მიძღვნილი საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.
„ტაძარში შეკრებილთ შობის დღესასწაული სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ მიულოცა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
