ლუვრის შემდეგ სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გაძარცვეს

ლუვრის შემდეგ სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გაძარცვეს
20 ოქტომბერს, ლუვრის ძარცვიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, კიდევ ერთი ფრანგული მუზეუმი დაზარალდა – ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ ლანგრში, ცნობილი ფილოსოფოსისა და განმანათლებლის, დენი დიდროს მუზეუმიდან (La Maison des Lumières Denis Diderot) ღამით მე-18 საუკუნის თითქმის 2000 ოქროსა და ვერცხლის მონეტა გაუჩინარდა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
და, როგორც ჩანს, დამნაშავეები ახალბედები არ იყვნენ: ისინი სწორედ ამ მონეტებს ეძებდნენ, შესაძლოა, რომელიმე კოლექციონერის შეკვეთით.
გამომძიებლები აღიარებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ მუზეუმებზე თავდასხმების სერიაა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი დამნაშავეების მიერ.