ლუვრის დირექტორმა მუზეუმში პოლიციის განყოფილების განთავსება ითხოვა

გაძარცული ლუვრის დირექტორ – პრეზიდენტმა ლორანს დე კარმა, სენატში განაცხადა, რომ მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის სისუსტეები ცნობილია და მუზეუმის მოძველებული ინფრასტრუქტურა თანამედროვე უსაფრთხოების აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას არ იძლევა, – ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
„ჩვენი პერიმეტრის უსაფრთხოების სისტემის სისუსტეები ცნობილია და იდენტიფიცირებულია“, – თქვა მან.
დე კარმა აღნიშნა „მუზეუმის უსაფრთხოების გენერალური გეგმის“ დაუყოვნებლივ განხორციელების მნიშვნელობა.
„ჩვენ გვაქვს მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ თანამედროვე აღჭურვილობა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
დე კარი მხარს უჭერს მუზეუმის ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილების განთავსების იდეას.
ვრცლად interfax – ზე