ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ვხედავთ, რომ -ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად

ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ვხედავთ, რომ -ის დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა.
„არის გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია იმუშავებს გამართულად და თავის ფუნქციას შეასრულებს. კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რომ თუ ეს დახმარებები იყო უანგარო და რეალურად რასაც ამდენი ხანი გვაჯერებდნენ, რა მოხდა მაშინ?
ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამ დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად. მათ შორის, ოპოზიციისთვის „საკვები“ იქნება, რომ მათ დღის წესრიგი ააწყონ“, – განაცხადა წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრის ნაცვლად, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს