ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, დაღუპულია 24 ადამიანი, 23 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ლოს-ანჯელესში მეხანძრეები ტყის ხანძრის სამ კერას ებრძვიან, ყველაზე დიდი, პალისეიდსის ხანძარი, მხოლოდ 14%-ით არის ლოკალიზებული, სიდიდით მეორე, იტონის ხანძარი, კი – 33%-ით, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი ქარიშხლის ფონზე მიმდინარეობს სასწრაფო მზადება, რადგან ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძრის ახალი კერები გამოიწვიოს.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესის მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„ლოს-ანჯელესელ ხალხს : გმადლობთ ერთად დგომისთვის, წარმოუდგენელი დანაკარგის დროს ერთმანეთისთვის დახმარების გაწევისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი თქვენი უსაფრთხოებაა. გული გვტკივა 24 უდანაშაულო სულისთვის, რომელიც დავკარგეთ”, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.