ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება – მომიტინგეებმა ავტომობილები დაწვეს, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გრძელდება.
CNN-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ლოს-ანჯელესის მთელი ცენტრი უკანონო შეკრების ადგილად გამოცხადდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციასთან შეტაკებების დროს ათი მომიტინგე დააკავეს.
CNN-ი იუწყება, რომ მომიტინგეებმა სულ მცირე ორი ავტომობილი დაწვეს და პოლიციის ავტომობილებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს. კვირას პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე ბიზნესმენმა მე-6 ქუჩისა და ბროდვეის მიდამოებში მათ მაღაზიებში ძარცვის შესახებ განაცხადა.
„პოლიციელები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან გამოსაძიებლად“, – განაცხადეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში -ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“. კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ ს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები