ლოს-ანჯელესის ნაწილში ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდება

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო „კომენდანტის საათი“ ამოქმედდება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა.
მერის თქმით, „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კარენ ბასის განმარტებით, ლოს-ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, 1 კვადრატული მილია. ქალაქის საერთო ფართობი კი – 502 კვადრატული მილია.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ჯიმ მაკდონელის თქმით, ყველას, ვინც „კომენდანტის საათს“ დაარღვევს, დააპატიმრებენ.
„კომენდანტის საათი აუცილებელი ზომაა სიცოცხლისა და ქონების დასაცავად ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მზარდი არეულობის შემდეგ“, – განაცხადა მაკდონელმა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში -ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას – 40, ორშაბათს – 114, სამშაბათს კი – 197.

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“