ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

38 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ თბილისის “დინამო” დატოვა და კვიპროსის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ არადიპუს “ომონიაში” გადავიდა.
“ომონია” მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ნაკრების გამოცდილ მეკარესთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ჩვენ გიორგის “ომონიას” ოჯახში მივესალმებით და მომავალ სეზონში ჩვენი კლუბის ფერების დასაცავად წარმატებებს ვუსურვებთ”, – წერს კლუბის საიტი.
ლორია 2019-2023 წლებში კვიპროსის “ანორთოსისის” ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნულ გუნდში 77 მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ