ლონდონში ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო კონსულტაციები დაიწყო

აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ლონდონში მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო.
ამერიკულ დელეგაციას ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ. ჩინეთის დელეგაცია კი ვიცე-პრემიერ ჰე ლიფენგის ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი.
ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ სამშაბათს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა.
მექანიზმის შექმნის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა ჩინეთ--ს სავაჭრო მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს ჟენევაში, 10-11 მაისს.
ამერიკული დელეგაციის წევრმა, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა, ორშაბათს გამართულ შეხვედრას „პოზიტიური“ უწოდა, ხოლო ვაჭრობის მინისტრმა ჰარვარდ ლუტნიკმა – „ნაყოფიერი“, – ხაზგასმით აღნიშნა Bloomberg-მა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე