ლონდონში, ყველის მაღაზიიდან, 300 000 ფუნტის 22 ტონა ჩედარი მოიპარეს

ლონდონში, Neal’s Yard Dairy-ის ყველის მაღაზიიდან, 300 ათასი ფუნტის ღირებულების 22 ტონა პრემიუმ კლასის ჩედარის ყველი მოიპარეს – ამის შესახებ The Drinks Business–ი იტყობინება.
22 ტონა არის 950 თავზე მეტი ყველი 10 და 24 კგ მოცულობის. გამოცემის ცნობით, სამი პოპულარული ჯიშის ყველი მოიპარეს: Hafod (უელსური ჩედარი), Westcombe (ტრადიციული ყველი) და Pitchfork (ძველი რეცეპტებით დამზადებული ჩედარი). ამ უკანასკნელის 250 გრამიანი ნაჭერი ყველის მაღაზიაში 11 ფუნტად იყიდება.
როგორც Neal’s Yard Dairy-მ განაცხადა, ქურდობა განხორციელდა თაღლითის მიერ, რომელმაც თავი წარადგინა როგორც მსხვილი ფრანგული რითეილერის საცალო ვაჭრობის საბითუმო დისტრიბუტორმა. ყველის მისამართზე მიტანის შემდეგ გაირკვა, რომ მყიდველი ის არ იყო ვისი სახელიც თაღლითმა გამოიყენა.
„მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმისა, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობები ჩვენი მომწოდებლების წინაშე და სრულად გადავიხადეთ ყველა ყველის მწარმოებლის სამუშაო“, – აცხადებენ კომპანიაში.
მომხდარს პოლიციაში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, ქურდობა 21 ოქტომბერს დაფიქსირდა. საქმე ამჟამად გამოძიების პროცესშია.
გამოცემის ცნობით, მათ შორის, ვინც ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა იმ იმედით, რომ ყველის დაკარგული ბორბლები იპოვნებოდა, იყო ცნობილი შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი, რომელმაც სოციალური ქსელის ვიდეო გაავრცელა თავისი 10,5 მილიონი გამომწერის ინფორმირებისთვის.
ვიდეოში ოლივერმა თქვა, ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს ძვირად ღირებული ყველის გადაზიდვას, მაგრამ გააფრთხილა, რომ მოპარული ჩედარი შესაძლოა იყოს დაჭრილი ან გახეხილი, რაც ართულებს იდენტიფიცირებას.
rbc