ლონდონში საცხოვრებლის ფასები აგვისტოში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად შემცირდა

ლონდონში საცხოვრებლის ფასები აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისი (ONS) იტყობინება.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფასები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2024 წლის ივლისის შემდეგ, დაეცა.
მთლიანობაში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 3%-ით გაიზარდა.
ლონდონში სახლის საშუალო ფასი 566,000 ფუნტი სტერლინგია (754,000 დოლარი) ქვეყნის მასშტაბით 273,000 ფუნტთან შედარებით.
ქირის ფასები სექტემბერში დიდ ბრიტანეთში წინა წელთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა.
წყარო: Interfax

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა