ლონდონში პოლიციამ არბალეტით შეიარაღებული კაცი მოკლა

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში, ლონდონში, სამართალდამცველებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს. მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ BBC წერს.
გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებებს აგროვებენ. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არბალეტით (ისრის სატყორცნი იარაღი) შეიარაღებული კაცი ძალის გამოყენებით შეიჭრა ერთ-ერთ საცხოვრებელში, იქამდე კი იმუქრებოდა, რომ შენობაში მყოფებს ზიანს მიაყენებდა.
შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა. დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს