ლონდონში გადაიდო უკრაინის საკითხზე ევროპელი და ამერიკელი მინისტრების შეხვედრა

დღეს ლონდონში აღარ გაიმართება უკრაინის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს და -ის სახელმწიფო მდივანს.
მინისტრების დონეზე შეხვედრის გადადება მედიასაშუალებებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს მიზეზის დაკონკრეტების გარეშე. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ლონდონში შეხვედრა გაიმართება შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 17-18 აპრილს, პარიზში შეხვდა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს. შემდეგი შეხვედრა ლონდონში დაიგეგმა.
22 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მარკო რუბიო ლონდონში არ გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტამი ბრიუსმა ეს იმით ახსნა, რომ რუბიოს აქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, თავდაპირველი გეგმები ყოველთვის პირობითია და იცვლება ხოლმე. ბრიუსის ინფორმაციით, ლონდონში ამერიკულ მხარეს წარმოადგენს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი.
ფორუმი