“ლონდონი აპირებს ოპოზიციური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას” – რუსეთის საგარეო დაზვერვა

რუსული მედია ავრცელებს, ს საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ლონდონი აპირებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდას, რაც მათი ანტისამთავრობო აქტივობების რადიკალიზაციაზე იქნება მიმართული.“
„ბრიტანელები აპირებენ უბიძგონ „ძირგამომთხრელი კრეატიულობით დამუხტულ“ ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან კონსოლიდაციისთვის. ლონდონის გათვლით, ამან უნდა „შეანჯღრიოს“ სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, შთაბეროს მას „მეორე სუნთქვა“ რათა მობილიზაცია გაუკეთოს ბრძოლის ახალი ეტაპის გაშლას მმართველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად“.
განცხადების ავტორები, აღნიშნავენ, რომ ლონდონმა „ძირგამომთხრელი სამუშაოებისთვის“ საქართველოში დაახლოებით ასი ახალგაზრდული და სტუდენტური გაერთიანება, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ თემის სტრუქტურები შეარჩია:
“საგარეო დაზვერვის მიღებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთი გაღიზიანებულია საქართველოს სურვილით, გათავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების თავსმოხვეული მეურვეობისგან, რომელთა ღირებულებებიც უცხოა ქართველი ხალხისთვის. დასავლელებს განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი – ცულ ცოტა ხნის წინ ს დროს ამიერკავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი“ – სულ უფრო მეტად იხრება „ავტორიტარიზმის გზისკენ, ეროვნული ინტერესების წინ დაყენებით“.
საქართველოს ხელისუფლებამ ბრიტანეთის ხელისუფლების კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლონდონმა ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნებს.
ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სანქციები დაწესდა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.
„ქართულმა ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „დიპ სტეიტმა“ დიდი ბრიტანეთი წამოსწია წინა პლანზე და „სწორედ დიდი ბრიტანეთი იქნება გამოყენებული, საქართველოს წინააღმდეგ იარაღად“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და „ქართული ოცნების“ განცხადებები ერთმანეთს დამთხვევია, მაგალითად, საქართველოს არჩევნებში „დასავლეთის ჩარევის“ შეფასებისას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ