ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ აქციები გაძვირდა, „თიბისის“ და „საქართველოს კაპიტალის“ კი გაიაფდა

ს 10–14 ივნისის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წინა კვირასთან შედარებით, ზრდა მხოლოდ ს ჯგუფის აქციებმა აჩვენა, და საქართველოს კაპიტალის აქციების ფასები იკლებს.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.34% წინა კვირასთან შედარებით და – 19.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.36 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.35 – 39.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 164 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.14% წინა კვირასთან შედარებით და -19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 557 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.00 – 25.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.64 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.69% წინა კვირასთან შედარებით და – 20.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 931 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.30 – 8.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 168 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ