ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“, „თიბისის“ და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა

Galt&Taggart-ის 8-14 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის ფასები წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 49.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.32% წინა კვირასთან შედარებით და – 4.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.80 – 51.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.61% წინა კვირასთან შედარებით და -4.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.25 – 32.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.06 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.31% წინა კვირასთან შედარებით და +1.08% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 181 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.90 – 13.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.