ლომჯარია არის დანაშაულის თანამონაწილე, მოვითხოვ რეაგირებას – ხათუნა ხოფერია
“ლომჯარია – ორგანიზატორი თუ წამქეზებელი?!
დიახ, როდესაც ხდება მოწოდება- “უნდა გადავკეტოთ ქუჩა!”- რა არის ეს?! წაქეზება თუ ორგანიზება?!
სახელმწიფოს მიერ, არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის, რომ რუსთაველის გამზირი არ გადაეკეტათ, რამე თუ ეს იქნებოდა კანონის უხეში დარღვევა( სს- ის თუ სამოქალაქოსი, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს), ლიდერებზე დამოკიდებული ტვინგამორეცხილენის მხრიდან მოხდა ქუჩის განთავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა. სწორედ ამ დროს აკეთებს ქუჩის სასწრაფოდ გადაკეტვის მოწოდებას ვინმე ლომჯარია- არაერთხელ მხილებული ანტისახელმწიფიებრივ ქმედებებში.
ქუჩა იკეტება!
ლომჯარია რჩება ტტოტუარზე! მაგრამ… სახეზეა მისი მოწიდების შესრულების წარმატებული ფაქტი! იჭერენ ქუჩის გადაკეტვაში მხილებულ კანონდამრღვევებს!
არ იჭერენ ლომჯარიას!
ჰოდა, სწორედ ამიტომ მივმართავ სამართალდამცავებს კითხვით:
– როგორ კვალიფიცირდება ლომჯარიას ქმედება? როგორც წაქეზება თუ როგორც ორგანიზება?!…
მესამე არ არსებობს!
და ბოლოს! რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის თანამონაწილე!!! წაქეზებაც და ორგანიზებაც დანაშაულია და მისი ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს! მოვითხოვ რეაგირებას!”- წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.


