“ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის” დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე ძმასთან ერთად 30 ნოემბრის ღამეს, პროევროუპულ საპროტესტო აქციაზე სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის აღნიშნავს, რომ ეს კადრები ტელეეთერებშიც იყო.
“ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ! ყველაზე მხდალი ხალხია ჩვენს წინააღმდეგ, მოპარვით, ნიღბებით სულ ცოტა 50 კაცმა გვცემა მე და ჩემი ძმა, დაბლა დაყრილზე ფეხებით გვივლიდნენ. ორივე ყბა მომტეხეს, ჩემი ძმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყავთ. ბრძოლას ვაგრძელებთ! დიდება საქართველოს! თავისუფლება ჩვენია!” – წერდა 30 ნოემბრის დილის საათებში საავადმყოფოში გადაყვანილი ლოლაძე.
ძალადობის შედეგად მას ყბის ორივე ძვალი ჩაუმტვრიეს. საავამდყოფოში ერეკლე ლოლაძეს ჩაუტარდა ოპერაცია.
ბიზნესმენი BM.GE-სთან სასტიკი ძალადობის დეტალებს იხსენებს მსხვერპლი: “უცებ გამოვარდნენ სკოლის უკან ეზოდან, დამალულები იყვნენ. მე და ჩემი ძმა არ გავიქეცით, გავჩერდით და დაგვყარეს (ვიდეოშია ეს ნაწილი). მერე, დაახლოებით კიდევ ორჯერ ავდექი და ისევ დამაგდეს (გიოს ვეღარ ვხედავდი ამ დროს) და წაქცეულზე მირტყამდნენ.
