ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა „რამშტაინის“ შეხვედრის დაგეგმვაზე ისაუბრეს

აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და რუსტემ უმეროვმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებასა და -ის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრეს, – ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მდივანმა ოსტინმა აცნობა მინისტრ უმეროვს აშშ-ის უსაფრთხოების შესახებ დახმარების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის შესაძლებლობები, რომელიც ს რუსული აგრესიასთან საბრძოლველად სჭირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პენტაგონის ინფორმაციით, მხარეებმა მათ ასევე განიხილეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის დაგეგმვა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უწყვეტი ძლიერი მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატში დეკემბერშია დაგეგმილი და ის, შესაძლოა, ლიდერების დონეზე ჩატარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მხნედ ვართ – მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული