ლოიდ ოსტინი – უკრაინაში ყველა უპირატესობას არ ფლობს

რუსეთი უკრაინაში ყველა უპირატესობას არ ფლობს, – ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთს აქ ყველა უპირატესობა აქვს. მას გარკვეული სახის უპირატესობები აქვს, მაგრამ სრულად არ დომინირებს. თუ ის იმას მიიღებს, რაც სურს, მომავალში მას ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
-ის თავდაცვის მდივნის თქმით, „გამოწვევების გარეშე არც რუსეთია“.
„მათ დახმარებისთვის, იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის და ახლა ხალხისთვის ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიმართეს. კიევისა და მისი მოკავშირეების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. იმავდროულად, თავისი შესაძლებლობების განვითარებას აგრძელებს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი, უკრაინის დიდი ტერიტორიის ოკუპაცია მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს.
„მის შესანარჩუნებლად რუსეთს დიდი რაოდენობით სახმელეთო ძალების ინვესტიცია მოუწევს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.