ლოიდ ოსტინი: „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება

-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს დაიწყო, მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება. ამის შესახებ მან „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, იუწყება European Pravda.

ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები გააძლიერა.

„დღეს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ს სასწრაფოდ ესაჭიროება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები. ეს დღეს ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა პენტაგონის მეთაურმა.

მისივე თქმით, ასევე პრიორიტეტული იქნება არტილერია და ჯავშანტექნიკა.

„ორი წლის წინ ვთქვი, რომ ვიცით, რა სირთულეებს განიცდით და რომ ყველანი მხარს გიჭერთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და უკან არ დავიხევთ“, – თქვა ლოიდ ოსტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 50-მდე ქვეყანას აერთიანებს. ამ გაერთიანებას “რამშტაინის ფორმატი“ ეწოდა, რომელიც  გერმანიაში არსებული ამერიკული საჰაერო-სამხედრო ბაზის სახელს უკავშირდება.

დღევანდელი შეხვედრა ფორმატის მეორე წლისთავს აღნიშნავს.