ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. მედია წერს, რომ ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ცნობილია, რომ ოსტინი მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან და პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო განხილვის საგანი ყოფილიყო ისრაელის გეგმა ომის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ.
შაბათ-კვირას საფრანგეთმა გააჟღერა მოწოდება “დაუყოვნებელი და გრძელვადიანი ზავის” შესახებ, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ მოითხოვეს “მდგრადი ცეცხლის შეწყვეტა”.