ლოიდ ოსტინი – აშშ უკრაინისთვის 2.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ მალე გამოაცხადებს

მალე უკრაინისთვის 2.3 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან შეხვედრაზე განაცხადა.
“შეერთებული შტატები უახლოეს დროში თავდაცვაში უკრაინისთვის 2.3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის შესახებ გამოაცხადებს.
ეს პაკეტი… მიაწვდის მეტ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას“, – განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, აღნიშნული დახმარება ს ამერიკული არმიის მარაგებიდან გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას – სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში