ლოიდ ოსტინი – აშშ-მა, ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყეს

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, – ინფორმაციას -ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, კოალიციის ძალებმა რვა ადგილ დაარტყეს, მათ შორის „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის საცავს, სარაკეტო საცავს, უპილოტო საჰაერო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და ვერტმფრენს, რათა კიდევ უფრო დაერღვიათ და შეემცირებინათ „ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, განახორციელონ თავდასხმები აშშ-სა და საერთაშორისო გემებზე, რომლებიც კანონიერად გაივლიან წითელ ზღვას, ბაბ აი-მანდების სრუტესა და ადენის ყურეს“.
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უყოყმანოდ მიიღებს საჭირო ზომებს ადამიანთა სიცოცხლის და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტია.
„ჩვენ განვაგრძობთ „ჰუსიტებს“ გარკვევით ვუთხრათ, რომ დაზარალდებიან იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყვეტენ უკანონო თავდასხმებს, რომელიც აზიანებს ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკას, იწვევს გარემოს ზიანს და აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას იემენსა და სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნულია ლოიდ ოსტინის განცხადებაში.