ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები მალე უკრაინისთვის 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, სთვის დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას, “პეტრიოტ”-ის კომპლექსებისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებისთვის.
გადაწყვეტილება გამოცხადდა ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის ქვეყნებს უფრო დიდ სამხედრო მხარდაჭერას სთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით