ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამხრეთ კორეელ მწერალს ჰან კანს

სტოკჰოლმში 10 ოქტომბერს გამოცხადდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა.
ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა სამხრეთ კორეელი ჰან კანი. ის ამ ქვეყნის პირველი ნობელიანტია ლიტერატურის დარგში.
ჰან კანს ნობელის პრემია მიენიჭა „ღრმად პოეტური ლიტერატურული პროზისთვის, რომელიც გამოწვევაა ისტორიულ ტრავმებისთვის და აშიშვლებს ადამიანის სიცოცხლის სისუსტეს“ – წაიკითხავთ ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების ტექსტში.
კორეის გარეთ ჰან კანი ცნობილი გახდა თავისი რომანით „ვეგეტარიანელი,“ რომლისთვისაც 2016 წელს მან ბუკერის პრემია მოიპოვა.
ნობელის პრემიის ისტორიაში 121 ლაურეატიდან 18 ქალია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან განსხვავებით, ნობელის პრემია განაწილდა მხოლოდ ოთხჯერ.
11 ოქტომბერს ნობელის კომიტეტი გამოაცხადებს მშვიდობის დარგში ლაურეატის ვინაობას.
ნობელის პრემიის ლაურეატები ფულადი ჯილდოს სახით იღებენ 11 მილიონ შვედურ კრონს, რაც წელს 1,1 მილიონ დოლარს უდრის.