ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

მიმდინარე წელს, ლისის ტბის მიმდებარედ, 16 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები, დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხრა სახეობის 16 000-ზე მეტი ძირი მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორია შემოიღობა, ასევე, სარწყავი სისტემა მოეწყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქში არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ფონდს, რადგან თბილისისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებული ტყის ფართობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი