ლიპეცკში, დრონებით თავდასხმის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები : კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა. მოსკოვის დროით, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და ამჟამად, ოლქის მტერ ტერიტორიაზე განგაშის ყვითელი დონე მოქმედებს.
მანამდე, ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ ლიპეცკზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა, რის შედეგაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგებაში შეფერხება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება