“ლიონმა” მიმდინარე სეზონში მწვრთნელი მეორედ გაათავისუფლა

“ლიონმა” მთავარ მწვრთნელი ფაბიო გროსო თანამდებობიდან გაათავისუფლა ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო და ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი ავრცელებენ.
გროსომ ლიგა 1-ის გამორჩეულ კლუბში მუშაობა სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და ლორან ბლანი შეცვალა, რომელიც სეზონის სტარტზე ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
“ლიონი” სატურნირო ცხრილში 7 ქულით ბოლო ადგილზეა და ჩემპიონატიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას.
გროსოს სავარაუდო შემცვლელთა სიაში გუნდის ყოფილი მწვრთნელი ბრუნო ჟენესიო, იგორ ტუდორი და ხორხე სამპაოლი შედიან, ვარჯიშებს კი დროებით აკადემიის დირექტორი პიერ საჟი უხელმძღვანელებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში