ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის – მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე

66 წლის ცნობილი გერმანელი სპეციალისტი იოახიმ ლიოვი მოულოდნელად სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. sportbible-ს ინფორმაციით, ის განის ნაკრების დამრიგებელი გახდება.
ლიოვი მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც მუნდიალის ბოლომდე იქნება გათვლილი და თვეში 150 000 ევროს გამოიმუშავებს.
შეხსენებისთვის, განას 2024 წლიდან მოყოლებული ოტო ადო მოძღვრავდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლიოვს, მას 2021 წელს გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ აღარსად უმუშავია.
სათქმელია ისიც, რომ განის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე ჯგუფში ინგლისთან, ხორვატიასთან და პანამასთან ერთად იასპარეზებს.