ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ – ალანი აღშფოთდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა გარი ლინეკერმა და ალან შირერმა მაიკ რიჩარდს The Rest Is Football-ის პოდკასტში მოუყვნენ, რომ ისინი შეყვარებული წყვილი ეგონათ.
“სანამ აქ მოვიდოდით, ავსტრიისა დ თურქეთის მატჩის შემდეგ იტალიურ სამზარეულოში ცოტა წავიხემსეთ, გზაში ბიჭს შევხვდით, რომელმაც გერმანულად რაღაცის ყვირილი დაგვიწყო. მე ვუთხარი: “მაპატიეთ, გერმანულად ვერ ვლაპარაკობ, თქვენ ინგლისურად საუბარი შეგიძლიათ?” მან მიპასუხა: “დიახ, მე ვლაპარაკობ ინგლისურად. მინდა გკითხოთ, დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ. შესანიშნავი წყვილი ხართ”, – თქვა ლინეკერმა, რომელმაც მას უთხრა, რომ 1992 წლიდან ერთად არიან.
“მართალი გითხრათ, ცხოვრებაში ასეთი
შეურაცხყოფა ჩემთვის არავის არ მოუყენებია”, – დაიჩივლა შირერმა, ლინეკერმა კი აღნიშნა, რომ თავიდან გაბრაზდნენ, შემდეგ კი ძალიან იხალისეს.