პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლოსდაბოლოს გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა, ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – კლავს და უბრალოდ დასცინის ტრამპის ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
