„ლიმონათი ბორჯომისგან“ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია

„ლიმონათი ბორჯომისგან“ ლონდონში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Annual InnoBev Awards-ზე მონაწილეობდა და 2 ნომინაციაში – „საუკეთესო პრემიალურ სასმელი“ და „პროდუქტის მარკეტინგული კამპანია“ გაიმარჯვა.
Zenith Global’s Annual InnoBev Awards ყოველწლიურად ტარდება და სასმელების ინდუსტრიის მსოფლიო ბრენდებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. დაჯილდოებას წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. 18 კატეგორიის 4 ნომინაცია მოიცავს ინოვაციის, მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და შეფუთვის მიმართულებებს.
საერთაშორისო ჟიურიმ 182 მონაწილესა და 37 ფინალისტს შორის, „ლიმონათი ბორჯომისგან“ ოთხ ნომინაციაში ფინალისტად, ხოლო ორი ნომინაციის გამარჯვებულად დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ