ლიკა ღლონტი: თქვენ სჯით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ გვაქვს ფუფუნება, რომ თბილისში არსებული პოტენციალი შევწიროთ თქვენს აკვიატებულ პრინციპს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი

„თქვენ სჯით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს არის სადამსჯელო აქცია და ვერავინ გავიზიარებთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ გვაქვს ფუფუნება, რომ თბილისში არსებული პოტენციალი შევწიროთ თქვენს აკვიატებულ პრინციპს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – ლიკა ღლონტი, განათლების ექსპერტი.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმაზე დებატები მიმდინარეობს.