“ლიკა ლორთქიფანიძეს გასულ სემესტრში ვასწავლიდი” – რას წერს გიორგი ოდოშაშვილი

ლექტორი, გიორგი ოდოშაშვილი:
ლიკა ლორთქიფანიძეს გასულ სემესტრში ვასწავლიდი.
სემინარებზე სულ აქტიურობდა, კითხვებს მისვამდა ყოველთვის მარდად.შეყოვნების გარეშე გამოხატავდა აზრს. სემესტრის ბოლოს მთხოვა: პრეზენტაცია მომზადებული მაქვს დიდი ხანია და თუ შეიძლება, ჩაგაბარებთო.
ისეთი აღფრთოვანებით საუბრობდა ევროკავშირის სისტემაზე, ინსტიტუტებზე, ევროპულ საზოგადოებაზე.
19 წლის გოგო, ობიექტურად ყვებოდა იმას, რისიც სჯეროდა. სადაც დამინახავდა, გამორბოდა, ხელს მიქნევდა, მესალმებოდა!
ყველგან ლიკაა უნივერსიტეტში.
სულ იღიმის! რამდენიმე დღის წინ ვნახე ,,ლიგამუსის” კიბეებთან.
მოვაყოლე:ვნახე თქვენი ამბავი და არა მგონია, დაგაკავონ-მეთქი.
მართლა მეგონა, არსებობდა რაღაც მორალი, რომელიც სასჯელის მაქსიმალური სიმკაცრით მოხდას არ მოსთხოვდა პირველი კურსის სტუდენტს, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და ღელავს მასზე. კიბეზე ავდიოდი და აგერ, ნახეთ, მეტი-მეტი დაგაჯარიმონ-მეთქი.
არა, ბატონო გიორგი, არ მეშინიაო, ვერ გამტეხავენო. დიახ, ლიკაა ქალი, როგორც ამას მავანი პოლიტიკოსი ამბობს.
ძლიერი ქალია და ლიკასნაირ ძლიერ ქალებზე დგას ეს ქვეყანა. მადლობა ლიკას დედას, რომელიც ემიგრაციაშია და რომლის ახლა, ალბათ ჩემზე მეტად, ცოტას თუ ესმის. უპირობო სოლიდარობა!