ლიკა ლაღიძე: დამიბარა სამსახურის უფროსმა და განმიმარტა, რომ ამის შემდეგ აქ აღარ უნდა მემუშავა

“მერიაში ჩემი 31-წლიანი “ერთი და იგივე მარშრუტი” შეწყდა😅 31-წლიანი მუშაობის შემდეგ დადგა ჩემი გათავისუფლების აუცილებლობაც.
მას შემდეგ, რაც მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი მშვიდობიანი პოზიცია საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, დამიბარა სამსახურის უფროსმა და განმიმარტა, რომ ამის შემდეგ აქ აღარ უნდა მემუშავა, რომ თურმე არც ერთ მათ მიტინგებზე
არ მიმიღია მონაწილეობა და ა.შ.😮‍💨
პოლიტიკური მოტივით გვიშვებენ საჯარო სექტორიდან თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენი საქმე ვიცით, მაგრამ ერთგულები ვართ საქართველოს კონსტიტუციის.
მერია ჩემთვის იყო სამსახურზე მეტი – მთელი ცხოვრება. მაგრამ, დგება დრო, როცა ხმამაღლა და საჯაროდ უნდა თქვა სათქმელი.
მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების მთავარი იდეისთვის ბრძოლისას გადავსებულია საპატიმროები, ნაცემი და ძვლებში დალეწილია გარშემო ხალხი, საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმა მხოლოდ მინიმუმია. მეორე მხარე კი ის არის, რომ ლოდი მომეხსნა. მორალურ უპირატესობას ვგრძნობ და სწორ ადგილას ვარ და ეს არის ძალიან მაგარი.
ღრმად მწამს, ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენის ქვეყნის ევროპული მომავალია!” – წერს ლიკა ლაღიძე Facebook-ზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე