ლიკანში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
როგორც ბორჯომის მერიაში აღნიშნავენ, პროექტი ითვალისწინებს მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.
მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეკრეაციული სივრცეებისა მოწყობა.
,,ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.
ბორჯომის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ