„ლივერპულმა“ ოფიციალურად დაადასტურა მამარდაშვილის ტრანსფერი

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის ინგლისურ „ლივერპულში“ გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. აქამდე ტრანსფერზე არაერთი ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი წერდა.
ინგლისური გრანდის ვებ-გვერდზე მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური ინფორმაცია 27 აგვისტოს, თბილისის დროით დაახლოებით 23 საათზე გამოქვეყნდა.
„ლივერპულმა“ ისიც დაადასტურა, რომ მამარდაშვილი ამ სეზონს ამჟამინდელ კლუბში, „ვალენსიაში“ გაატარებს, წითლებს კი შემდეგი სეზონიდან შეუერთდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსფერამდე მამარდაშვილმა, საქართველოს ნაკრებთან ერთად, შთამბეჭდავად იასპარეზა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ