ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა და ჟურნალისტმა ბენ იაკობსმა გიორგი მამარდაშვილისა და ალისონის შესაძლო კონკურენციაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ქართველი მეკაკრე ამ ზაფხულს “ლივერპულში” გადავა და სავარაუდოდ, ბრაზილიელ კიპერთან მოუწევს კონკურენცია, რადგან ალისონი წასვლას არ გეგმავს.
“ამ ეტაპზე სავარაუდოა, რომ ალისონი გუნდში დარჩება და კონკურენციას მიესალმება. მამარდაშვილს პრემიერ ლიგის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის დიდი ხანი მოუწევს ბრძოლა.
ჩვენ ადრეც ვნახეთ “ლივერპულის” მსგავსი ქმედება, ისინი ყიდულობენ ფეხბურთელს, რომელზეც სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებენ და ინარჩუნებენ მას. ეს ნიშნავს, რომ მამარდაშვილს დრო ექნება აკლიმატიზაციისთვის და არ ნიშნავს იმას,
რომ მაშინვე პირველი ნომერი გახდება. ასე მუშაობს “ლივერპულის” რეკრუტირების მოდელი.
ყველაფერი აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, კელეჰერს ზაფხულში წასვლა მოუწევს, რადგან მას პირველი ნომრობა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სურს”, – ციტირებს იაკობსს FourFourTwo.