“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა და საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ესტონელმა რაგნარ კლავანმა 39 წლის ასაკში გვაუწყა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
“დღეს მე ვემშვიდობები ჩემს პირველ სიყვარულს. ვასრულებ მოგზაურობას, რომელიც 15 წლის ასაკში დაიწყო. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან! მადლობა ჩემს მშობლებს, დებს, ყველა ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეუღლეს ლილის, რომლის მხარდაჭერაც ფასდაუდებელი იყო.
ჩემი შემდეგი დიდი ოცნებაა, რომ ს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში -50-ში შეაღწიოს და ვიცი, რომ ამის პოტენციალი გვაქვს. მჯერა, რომ ამ ოცნებაში ჩემი წვლილის შეტანა შემეძლება და ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის
პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრი”, – წერს კლავანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, კლავანს “ლივერპულის” გარდა “კალიარიში”, “აუგსბრუგში”, “ალკმაარსა” და “ჰერაკლესშიც” უთამაშია. ბოლოს ის სამშობლოში “კალევის” ფორმას ირგებდა.