ლიეტუვის სეიმი EU-ს მოუწოდებს, რუსული კანონის საპასუხო ზომები განიხილოს

ლიეტუვის სეიმმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის მიღების გამო.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ეს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, არსებითად ეკვივალენტურია ს „უცხოელი აგენტების“ კანონის და შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან“.
სეიმმა კატეგორიულად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, ასევე, ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს მშვიდობიანი შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას და განსაკუთრებით მიუღებელია ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.
ლიეტუვის პარლამენტმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს.
სეიმმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს მიღებული კანონი, უზრუნველყოს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კონსტიტუციური და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების ვალდებულება.
ამასთან, სეიმმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის პრეზიდენტ ს ვეტოზე, განაგრძობს კანონის იმპლემენტაციას და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას.
„საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ქვეყნის მიერ გაცხადებულ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზნებს და შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიას“, — ნათქვამია მიღებულ დოკუმენტში.
სეიმმა რეზოლუცია მიიღო 93 ხმით, 5 წინააღმდეგ. 10-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ